Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

გასპერინი თვის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა

ატალანტას თავკაცი ჯან პიერო გასპერინი სერია ა-ს ნოემბრის თვი საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა.

ქალღმერთებმა ნოემბრის თვეში სერია ა-ში ჩატარებული სამივე მატჩი მოიგეს. მათ ჯერ კალიარი, შემდეგ სპეცია, გასულ ტურში კი ტურინში იუვენტუსი დაამარცხეს, რაც 1989 წლის შემდეგ პირველად მოხდა.