Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

გასპერინი:“ ილიჩიჩი სათამაშოდ მზად არის“

ჯან პიერო გასპერინიმ ნაპოლისთან მატჩის წინ, რომელიც ხვალ, 17:00 საათზე დაიწყება, პრესკონფერენცია გამართა.

„წინ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი მატჩი გველოდება, მათ შორის ჩემპიონთა ლიგის შეხვედრები, სადაც კარგი სტარტი ძალიან მნიშვნელოვანია.

„ბერგამოში ლივერპულის და აიაქსის მიღება მოგვიწევს, შემდეგ კი დანიაში გავემგზავრებით. თითოეული მათგანი ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან რთული მატჩი იქნება.

„ილიჩიჩი ? ის ხვალ გუნდთან ერთად ნეაპოლში გაემგზავრება, თუმცა ჯერ არ ვიცი, სასტარტოში იქნება თუ თამაშში მოგვიანებით ჩაერთვება. მართალია მას ტრავმა არ ჰქონია, თუმცა ცხოვრებაში მძიმე პერიოდი გამოიარა და დრო სჭირდება.

„საბედნიეროდ სანაკრებო პაუზის პერიოდში ტრავმირებულმა ფეხბურთელებმა, პაჩინის და პესინას სახით, ვარჯიშის განახლება მოახერხეს და ამ მხრივ გუნდი კარგ მდგომარეობაშია. ტრავმა მოირჩინა მირანჩუკმაც და ის გუნდთან ერთად იქნება, თუმცა ითამაშებს თუ არა ხვალ ახლა ვერ გეტყვით.

„იუვენტუსი – ნაპოლის მატჩი ? მე ამ თემაზე საუბარს არ ვაპირებ. ჩვენ ჩვენს თამაშებზე ვართ კონცენტრირებული და გვსურს, რომ თამაშიდან თამაშამდე მოვუმატოთ.

„ხვალ უძლიერეს გუნდს დავუპირისპირდებით და სხვა თემებზე ფიქრის დრო არ გვაქვს, ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრებში კარგი თამაში აუცილებელია. ჩემი აზრით, ნაპოლი სკუდეტოს მოპოვებისთვის ბოლომდე იბრძოლებს.“