Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

გასპერინი:“ იუვენტუსის გასვლაზე დამარცხება შესანიშნავი შეგრძნებაა“

ჯან პიერო გასპერინიმ იუვენტუსის დამარცხების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„ტურინში ჩამოსვლა და იუვენტუსის დამარცხება ჩემთვის, გუნდისთვის და მთელი ბერგამოსთვის ძალიან დიდი სიამოვნებაა. ეს ძალიან რთული და ფიზიკური მატჩი იყო, თუმცა ატალანტამ კარგი შეხვედრა ჩაატარა და გამარჯვება დაიმსახურა.

„სეზონის სტარტზე ჩვენ ბევრი გვაკრიტიკებდა, თუმცა ჩვენ უკვე 28 ქულა გვაქვს, რაც ძალიან კარგი შედეგია.

„ტრავმების გამო ჩვენ გარკვეული პრობლემები მართლაც გვქონდა, რა დროსაც ფეხბურთელებს თავისთვის უჩვეულო პოზიციებზე უწევდათ თამაში, მაგრამ როდესაც საჭირო იყო, თითოეული მათგანი გუნდისთვის 100 პროცენტით იხარჯებოდა.

„გოსენსი ? ჩვენ გვეგონა, რომ ის დღეს განაცხადში იქნებოდა, მაგრამ მას დიდი ხანი გაუცდა და როგორც ჩანს, ჯერ გარკვეული დრო დასჭირდება. ჩვენ აჩქარებას არ ვაპირებთ.“