Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

გასპერინი:“ იუვენტუსის ლიგიდან გამოვარდნა არ გამკვირვებია“

ატალანტას მთავარმა მწვრთნელმა ჩემპიონთა ლიგიდან იუვენტუსის გამოვარდნაზე კომენტარი გააკეთა.

„იუვეს გამოვარდნა არ გამკვირვებია, რადგან ევროპაში ძალიან ბევრი ძლიერი გუნდი თამაშობს.

„პორტუ თავის ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული გუნდია. მათ იციან, თუ როგორ უნდა ითამაშონ კარგი ფეხბურთი და შემადგენლობაში ბევრი შესანიშნავი ფეხბურთელი ჰყავთ.“

2004 წლის შემდეგ პირველად, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალი რონალდუ-მესის გარეშე ჩაივლის.

„ამ ორ ფანტასტიკურ ფეხბურთელს შორის უკვე დიდი ხანია, რაც შესანიშნავი დუელი მიმდინარეობს. იმედი მაქვს, რომ ისინი ძველებურად გააგრძელებენ, თუმცა ადრე თუ გვიან ყველაფერი მთავრდება.

„თუმცა ძალიან კარგია, რომ წინ მბაპე-ჰაალანდის ეპოქა გველოდება.“

გათიშვა