Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

გასპერინი:“ იუვენტუსის ჩამოწერა დიდი შეცდომა იქნება“

ჯან პიერო გასპერინიმ Sky Sport-თან მსაჯების პრობლემასა და იუვენტუსის პრობლემებზე ისაუბრა.

გასულ ტურში მილანის მსგავსად გოლი თამაშგარეს გამო ატალანტასაც გაუუქმეს, თუმცა ორივე მათგანი საკმაოდ საეჭვო სიტუაციაში მოხდა.

„ვფიქრობ, რომ საუბარი VAR-სა და მთავარ არბიტრს შორის საჯარო უნდა იყოს. ისეთი შეგრძნება მრჩება, რომ ეს ფაილები სახელმწიფო საიდუმლოების დონემდეა აყვანილი და ეს ყველაფერი ძალიან დიდი ეჭვის საფუძველს აჩენს. თუ მათ არაფერი დასამალი არ აქვთ, რატომ არ უნდათ გახადონ ეს საუბარი საჯარო ?“

გასული წლების განმავლობაში, ჯან პიერო გასპერინი, რომელიც იუვენტუსის ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელი გახლდათ, ტურინულ გრანდს არაერთხელ დაუკავშირეს.

„იუვენტუსისგან მე ამ საკითხზე წინადადება არასოდეს მიმიღია. მე მქონდა არაერთი შემოთავაზება სხვადასხვა გუნდების მხრიდან, თუმცა იუვე მათ შორის არ იყო. მე ტურინელების ახალგაზრდულ გუნდში ძალიან კარგი გამოცდილება მივიღე, მაგრამ აშკარაა, რომ მათ სხვა იდეები აქვთ.

„მათი კრიზისი ? ვფიქრობ, რომ იუვენტუსს არსებული სიტუაციის დაძლევა კიდევ შეუძლიათ. ჩვენ სეზონის სტარტიდან რამდენიმე ტურის შემდეგ მილანსა და ნაპოლის 10 ქულით ჩამოვრჩებოდით, თუმცა ძალიან მალე სხვაობის აღმოფხვრა შევძელით. ტურინელებს ძალიან კარგი შმადგენლობა ჰყავთ, შეიძლება მათთვის სკუდეტოსთვის ბრძოლა უკვე შეუძლებელია, რადგან ინტერი შესანიშნავ ფორმაშია თუმცა ოთხეულისთვის ბრძოლა მათ თავისუფლად შეუძლიათ.“