Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

გასპერინი:“ ლივერპულთან მატჩები გადამწყვეტი იქნება“

ატალანტას მთავარმა მწვრთნელმა ლივერპულთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. ბერგამოელებმა ჩემპიონთა ლიგის 2 ტურში 4 ქულის მოპოვება მოახერხეს და გასპერინის აზრით, ლივერპულთან ქულების მოპოვება გადამწყვეტი ქინება.

„მომდევნო შეხვედრები ფუნდამენტალურია. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქულების მოპოვება და აიაქსთან უპირატესობის შექმნა მოვახერხოთ, თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ თეორიაა.

„კლოპი ? ის ყველა მწვრთნელისთვის მისაბაძი მაგალითია და ჩემთვის მის წინააღმდეგ თამაში დიდი პატივია.

„ძალიან საწყენია, რომ ასეთ მატჩს მაყურებლები ვერ დაესწრებიან. ხვალ ერთმანეთს ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე შემტევი გუნდები შეხვდებიან და დარწმუნებული ვარ, რომ გულშემატკივრები ამ მატჩით ძალიან ისიამოვნებენ.

„სამწუხაროდ რობინ გოსენსი და მარტენ დე რუნი ტრავმირებულები არიან, თუმცა იმედი გვაქვს, რომ სხვა ყველა ფეხბურთელი ხვალინდელი მატჩისთვის მწყობრში იქნება. საბოლოო გადაწყვეტილებას ხვალ მივიღებთ, ჰატობერს, პალომინოს და რომეროს დაბრუნების შანსები საკმაოდ მაღალია.“

თავის მხრივ, კომპლიმენტები გასპერინის მიმართ არც კლოპმა დაიშურა.

„კლოპის კომპლიმენტები ძალიან მახარებს. ორივე ჩვენგანი ხვალ შევეცდებით, რომ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოვავლინოთ. ატალანტა ხვალ მსოფლიოს და ევროპის საუკეთესო გუნდს დაუპირისპირდება და შევეცდებით, რომ მათ ტოლ-სწორად ვეთამაშოთ.

„ეს ჩვენთვის პრესტიჟის და გუნდური სულის გამოცდა იქნება. ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ჩვენი თამაშის სტილი შევიცვალოთ.“