Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

გასპერინი:“ ლივერპული – აიაქსის მატჩზე საერთოდ არ ვფიქრობ“

ატალანტას მთავარმა მწვრთნელმა მიდტიულანთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

ატალანტა და აიაქსი 7-7 ქულით D ჯგუფში მე-2 მე-3 ადგილს ინაწილებენ და მომდევნო ორი შეხვედრა გადამწყვეტი იქნება.

„ჩვენ მხოლოდ ჩვენს მეტოქეზე უნდა ვიფიქროთ. იმედი გვაქვს, რომ ამსტერდამში გასამართი მატჩის წინ გარკვეული უპირატესობა გვექნება, თუმცა ასეა თუ ისე ყველაფერი ჩვენს ხელშია და ამ ეტაპზე მხოლოდ მიდტიულანდთან მატჩზე უნდა ვიფიქროთ.

„ისინი დანიაში პირველ ადგილზე არიან, მათ გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვთ და მათთან თამაში ყველას უჭირს, ხვალ ძალიან რთულ მატჩს ველოდები.

„სამწუხაროდ მირანჩუკი, მალინოვსკი, პასალიჩი და გოლინი ვერ დაგვეხმარებიან, თუმცა საბედნიეროდ გოსენსი მზად არის.“

ატალანტამ ჩემპიონთა ლიგაზე ლივერპულს მოუგო, თუმცა ვერონასთან მარცხი იწვნია.

„ჩვენ ყოველთვის გვინდა, რომ მოედანი გამარჯვებულებმა დავტოვოთ, მაგრამ ლივერპულთან და აიაქსთან მატჩების შემდეგ ძალიან გადაღლილები ვიყავით. გუნდს ძალიან დატვირთული გრაფიკი აქვს, თუმცა თამაშისადმი მიდგომა არ იცვლება, ატალანტას ყველა შეხვედრაში მაქსიმუმის მიღება სურს.“