Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

გასპერინი:“ მიდტიულანდი ატალანტასთვის კარგი შანსია…“

ჯან პიერო გასპერინიმ მიტდიულანდთან მატჩის წინ, რომელიც ხვალ 23:00 საათზე დაიწყება, პრესკონფერენცია გამართა.

„ჩვენ ჩემპიონთა ლიგაზე დიდი ენთუზიაზმით ვბრუნდებით და გვსურს, რომ პირველივე მატჩიდან თავი საუკეთესო კუთხით წარმოვაჩინოთ.

„აქ ნაპოლისთან ძალიან მძიმე მარცხის შემდეგ ჩამოვედით და ხვალინდელი მატჩი ჩვენთვის შანსი იქნება, რომ დაშვებული შეცდომები გამოვასწოროთ.

„ჩვენ მიღწეულ გამარჯვებებს მოკლე დროში ვივიწყებთ და წაგების შემთხვევაშიც ასე მოქცევა გვმართებს.

„ხვალ ჩვენი მეტოქე მიდტიულანდი იქნება, გუნდი, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე პირველად თამაშობს და ისინი ხვალინდელ შეხვედრაში გაათმაგებული მოტივაციით იქნებიან, ამიტომ მარტივი გასეირნება ნამდვილად არ გველის.“