Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

გასპერინი:“ მილანმა ჩემზე შესანიშნავი შთაბეჭდილება მოახდინა“

მილანთან მარცხის შემდეგ, ატალანტას თავკაცმა ჯან პიერო გასპერინიმ როსონერის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

„ჩვენ გოლი პირველივე წუთში გავუშვით, რამაც გეგმები თავიდან ბოლომდე აგვირია და გარკვეულ ეპიზოდებში ძალიან არ გვიმართლებდა, როგორც პესინას სიტუაცია იყო, მაგრამ მატჩის მსვლელობისას კარგი მომენტებიც შევქმენით.

„მილანი ? ინტერთან ჩვენ უფრო თანაბარი მატჩი გვქონდა, დღეს კი მე ძალიან სწრაფი, ძლიერი და მიზანდასახული გუნდი ვნახე, როგორსაც იტალიაში ბევრს ვერ ნახავ. მათ ჩემზე შესანიშნავი შთაბეჭდილება მოახდინეს.“