Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

გასპერინი:“ რთული სტარტი გველის“

ატალანტას მთავარმა მწვრთნელმა მომავალი სეზონის კალენდარი შეაფასა.

„სიმართლე რომ გითხრათ, ყველაზე მეტად არა კალენდარი, არამედ დროის ნაკლებობა მაწუხებს. სეზონის დაწყებამდე სულ ცოტა დრო დარჩა, თუმცა სანაკრებო პაუზის გამო გუნდში სულ რამდენიმე ფეხბურთელია დარჩენილი.

„კალიარისთან მატჩის შემდეგ, 3 გასვლითი შეხვედრა გვიწევს ლაციოსთან, ტორინოსთან და ნაპოლისთან. ოთხიდან სამი მატჩი ძალიან რთული იქნება, თუმცა სეზონის სტარტის კარგად აღება მნიშვნელოვანია და ჩვენ ქულების მაქსიმუმის აღება უნდა შევძლოთ.

„მეოთხე ტურის შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგის მატჩების იწყება. დღევანდელი გადმოსახედიდან იქამდე კიდვ ბევრი დროა დარჩენილი, თუმცა სინამდვილეში გუნდის მოსამზადებლად ეს საკმარისი დრო არ გვეძლევა.

„ჩემპიონთა ლიგაზე მარტივი თამაში არ არსებობს და ამ ტურნირს ფორმის პიკზე უნდა შეხვდე.“

Leave a Reply

Your email address will not be published.