Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

გასპერინი:“ რონალდუ არ იქნება ? ეს იუვენტუსის პრობლემაა“

ჯან პიერო გასპერინიმ იუვენტუსთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა.

ანდრეა პირლოს წინასამატჩო პრეს-კონფერენცია იხილეთ აქ.

„ხვალ რონალდუ არ იქნება ? ეს იუვენტუსის პრობლემაა, მაგრამ მათ რონალდუს გარდა არაერთი გამორჩეული ფეხბურთელი ჰყავთ. მე დიბალას ჯერ კიდევ პალერმოში ყოფნის დროს ვწვრთნიდი და მაშინვე ვიცოდი, რომ პაულოს დიდებული კარიერა ელოდებოდა.

„ხვალ ძალიან მნიშვნელოვანი თამაშია, რადგან ორივე გუნდი ერთი მიზნისთვის იბრძვის, მაგრამ ამის გარდა წინ 21 ქულაა გასათამაშებელი და ხვალინდელი მატჩი გადამწყვეტი არ იქნება.

„ჩვენ იუვესთან 2 მატჩი გველოდება, იტალიის თასზე და ხვალ. ჩვენთვის ტიტულის მოპოვება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ გუნდის განვითარებისთვისვ ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება უფრო საჭირო რამ არის და ამისთვის ჩვენ ძალიან დიდი ბრძოლა მოგვიწევს.“

გასპერინი იუვენტუსისთვის უცხო სულაც არ არის. მან საფეხბურთო კარიერა სწორედ იუვენტუსში დაიწყო, შემდეგ კი ახალგაზრდული გუნდების მწვრთნელი წლების განმავლობაში გახლდათ. შესაძლოა თუ არა მისი ტურინში დაბრუნება ?

„მე იუვენტუსში ფეხბურთელის და მწვრთნელის ამპლუაში 20 წელი გავატარე და თუ იქ დაბრუნების საშუალება იყო, ეს უკვე წარსულში დარჩა. ახლა მე ამაზე არ ვფიქრობ.”