Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

გასპერინი:“ სერია ა-ს დონემ საგრძნობლად მოიმატა“

ჯან პიერო გასპერინიმ სამპდორიასთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და აღნიშნა, რომ გასულ წელთან შედარებით, სერია ა-ს საერთო დონე აშკარად გაზრდილია.

„ძალიან რთული გრაფიკი გვაქვს, რადგან ჩემპიონთა ლიგის და სხვა თასების გათვალისწინებით ყოველ მესამე დღეს თამაში გვიწევს, თუმცა ყველას, ვინც ევროპულ ტურნირებზე თამაშობს ასეთ პირობებში უწევს თამაში და ეს თავის გასამართლებელი მიზეზი არ უნდა გახდეს.

„ჩვენი ფეხბურთელები ვალდებულები არიან, რომ ასეთ რეჟიმს მიეჩვიონ, ჩვენ თამაშიდან თამაშამდე ძალები უფრო მალე უნდა აღვიდგინოთ. წინ აიაქსთან და ლივერპულთან მატჩები გველოდება და ფორმაში უნდა ვიყოთ.

„აიაქსთან მატჩი შესაძლოა გადამწყვეტიც აღმოჩნდეს, რადგან მათ წინააღმდეგ გამარჯვება კომფორტულ უპირატესობას მოგვცემს.

„შეტევაში, ნახევარდაცვაში და დაცვაში საკმაოდ ბევრი ფეხბურთელი გვყავს, თუმცა ცხადია, რომ ფლანგებზე გუნდი გარკვეულ გაძლიერებას საჭიროებს.

„თამამად შეიძლება ითქვას, რომ სერია ა-ს არც ერთი გუნდი არ დასუსტებულა და მეტიც, თითოეული მათგანი ახლა უფრო ძლიერია, ვიდრე გასულ სეზონში. წინა წელს სამპდორიასთან ძალიან გაგვიჭირდა და ახლაც იგივე სტილის შეხვედრას ველოდები.

„წელს სერია ა აშკარად უფრო დაბალანსებული ჩემპიონატია, სადაც ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის 6-7 გუნდი იბრძვის, ამიტომ თითოეულ შეხვედრაში 3 ქულის მოსაპოვებლად მაქსიმუმის გაღება მოგვწიევს.“