Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

გასპერინი:“ სკუდეტოსთვის იუვენტუსი და ინტერი იბრძოლებენ“

ლაციოსთან მატჩის წინ, რომელიც ხვალ, 22:45 საათზე დაიწყება, ბერგამოელთა მწვრთნელმა პრესკონფერენცია გამართა.

„ვართ თუ არა სკუდეტოს მოგების ფავორიტები ? ფავორიტთა სიაში ბევრმა მოგვიხსენია, თუმცა სხვების აზრზე კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ. დღეისათვის სკუდეტოსთვის ორი გუნდი იბრძვის, იუვენტუსი და ინტერი, რომლებსაც ყველაზე დიდ წინააღმდეგობას ნაპოლი გაუწევს.

„ატალანტა თავის მაქსიმუმს ყველა მატჩში გამოავლენს, თუმცა ილუზიების შექმნა და სკუდეტოზე საუბარი სწორი არ იქნება.

„წინ რთული მატჩი გველოდება გუნდის წინააღმდეგ, რომელიც ბოლო წლებში სტაბილურად კარგად ასპარეზობს. ორივე გუნდი ხვალ გამარჯვებას ეცდება და ვფიქრობ, მაყურებლისთვის ძალიან კარგი შეხვედრა იქნება.

„ლაციოს ყველა პოზიციაზე ძალიან ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს. იმობილე, კორეა, მილინკოვიჩ-სავიჩი, ალბერტო და სხვები. მათ შეტევაში თამაში შესანიშნავად შეუძლიათ და ჩვენი უმთავრესი მიზანი სივრცეების მაქსიმალურად ამოკეტვა იქნება.”