Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

გასპერინი:“ სუპერ ლიგის გამოცხადების შემდეგ მეგონა, რომ ყველაფერი დასრულდა…“

ჯან პიერო გასპერინიმ, რომლის გუნდმაც ბოლონია 5 – 0 გაანადგურა, მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„სერია ა-ში მარტივი თამაშები არ არსებობს. ბოლონიამ ძალიან ბევრ გუნდს პრობლემები შეუქმნა. ჩვენ ვნახეთ, რომ მათ რომას წინააღმდეგ 3-მცველიანი ტაქტიკით ითამაშეს და ატალანტა ამისთვის მზად იყო.

„სასტარტო წუთებში გუნდი ოდნავ არეული იყო და ბევრ შეცდომას ვუშვებდით, მაგრამ შემდეგ დავმშვიდდით და ყველაფერი ისე წარიმართა, როგორც დავგეგმეთ.

„ჩვენ არ ვიცით, თუ რამდენი ქულა დაგვჭირდება ჩემპიონთა ლიგაზე გასასვლელად, მაგრამ ატალანტა ნებისმიერ მატჩში გამარჯვებისთვის იბრძოლებს და შემდეგ ოპონენტების პასუხს დაველოდებით.“

რუსლან მალინოვკი შესანიშნავ ფორმაშია და ის გოლების და საგოლე გადაცემების აქტივში ჩაწერას განაგრძობს.

„მალი აქ ნახევარმცველის ამპლუით მოვიდა, თუმცა შემდეგ მას ვთხოვე, რომ ილიჩიჩის მსგავს პოზიციაზე ეთამაშა. თავიდან მას ეს გაუჭირდა, მაგრამ ახლა ის შეტევაში შესანიშნავად თამაშობს.

„მას კორონა ვირუსის გამო ფიტნესთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები ჰქონდა, მაგრამ ახლა ფორმას იბრუნებს და თავის რეალურ პოტენციალსაც ავლენს.

„სუპერ ლიგა ? ძალიან მოხარული ვარ, რომ ინგლისურმა გუნდებმა აზრი შეიცვალეს, რადგან ამ პროექტის გამოსვლის შემთხვევაში ჩვენი თამაში აზრს დაკარგავდა.

„ფეხბურთ არის ყველაზე პოპულარული სპორტი იმიტომ, რომ მასში მონაწილეობა და გამარჯვება ყველას შეუძლია. სიმართლე რომ გითხრათ, ორშაბათს მეგონა, რომ ყველაფერი დასრულდა. ვფიქრობდი, რომ ჩვენს თამაშს აზრი აღარ ჰქონდა. ჩვენ ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა იმიტომ გვსურს, რომ რეალის, ლივერპულის და პსჟ-ს წინააღმდეგ ვითამაშოთ.“