Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

გასპერინი:“ ყველას სურს, რომ ატალანტას მიბაძოს“

ჯან პიერო გასპერინის აზრით, 3-მცველიანი ტაქტიკა იტალიაში ატალანტას შემდეგ გახდა პოპულარული და იუვენტუსი, ლაციო, ინტერი და რომა ბერგამოელებს ბაძავენ.

გასპერინიმ 2016 წელი გაიხსენა, როდესაც მან დანიშვნის შემდეგ 5-დან 4 შეხვედრა წააგო და გუნდიდან გაგდებას უპირებდნენ.

„2016 წელს ძალიან რთული პერიოდი იყო. გუნდს ცვლილებები სჭირდებოდა და შანსი რამდენიმე ახალგაზრდა მოთამაშეს მივეცი, რომლებმაც საბედნიეროდ გაამართლეს.

„ატალანტაში მისვლასთან 2011 წელსაც ვიყავივ ახლოს, თუმცა მაშინ ინტერი ავირჩიე. 3-მცველიანი სქემის დანერგვა იქაც ვცადე, თუმცა არაფერი გამოვიდა. ახლა კი ინტერი, რომა, იუვენტუსი და ლაციო, ყველა 3-მცველიან სქემას იყენებს. ჩემი აზრით, ეს საუკეთესო ტაქტიკაა და ჩვენი წარმატება ამის დასტურია.

„ფეხბურთელებს დიდ მდალობას ვუხდი, რომ ჩემი ხედვა გაიზიარეს და ხელი შემიწყეს. ბევრის აზრით, ასეთი ტაქტიკა ფეხბურთელებს უფრო მეტ სირბილს აიძულებს, თუმცა თუ სტატისტიკას ჩავხედავთ ვნახავთ, რომ ჩვენ საშუალო მაჩვენებელი გვაქვს. 98 გოლი კი ყველაფერზე მეტყველებს.“