Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

გასპერინი:“ ჩვენ ვილიარეალის დამარცხება შეგვეძლო“

ვილიარეალთან მატჩის შემდეგ, რომელიც ფედ 2 – 2 დასრულდა, ატალანტას თავკაცმა ჯან პიერო გასპერინიმ კომენტარი გააკეთა.

„ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი და სანახაობრივი მატჩი გამოვიდა, რომელშიც ორივე გუნდმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

„ჩვენ დღეს შესანიშნავ გუნდს დავუპირისპირდით და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი თამაში ვაჩვენეთ, განსაკუთრებით პირველი 30 წუთი.

„ვფიქრობ, რომ დღეს ჩვენ გამარჯვებაც შეგვეძლო, მაგრამ საბოლოოდ ხუან მუსომ მარცხისგან გვიხსნა და შეიძლება ითქვას, რომ საბოლოო ჯამში ტაბლოზე ლოგიკური შედეგი დაფიქსირდა.

„იანგ ბოისის გამარჯვება მანჩესტერთან ? ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ჩემპიონთა ლიგაზე მარტივი მეტოქე არ არსებობს და თითოეულ მატჩში გუნდი ბოლომდე უნდა დაიხარჯოს.

„ფიორენტინასთან მარცხი ? ჩვენ სანაკრებო პაუზის დროს ძირითადი გუნდის 3 ფეხბურთელთან ერთად ვვარჯიშობდით, მაგრამ ეს თავის გასამართლებელი საბუთი არ არის. ჩვენ მუშაობა უნდა გავაგრძელოთ და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე ფორმის დაბრუნებას მოვახერხებთ.“