Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

გასპერინი:“ წინ გაცილებით რთული სეზონი გველოდება“

ატალანტას მთავარმა მწვრთნელმა მიმდინარე სეზონში გუნდის მთავარ მიზნებზე ისაუბრა.

„ჩვენ სეზონს იმ მიზნით ვერ დავიწყებთ, რომ სკუდეტო მოვიგოთ, ეს წარმოუდგენელი იქნება. გუნდს კონკრეტული მიზნები აქვს და ყველანაირად შევეცდებით, რომ ამ მიზნებს მივაღწიოთ.

„წინ გაცილებით უფრო რთული სეზონი გველოდება, რადგან ოთხეულისთვის ბრძოლაში მილანი, ნაპოლი და რომაც ჩაერთვებიან, ასევე არ შეიძლება ფიორენტინას და სასუოლოს დავიწყება.

„სერია ა-ს დონემ აშკარად მოიმატა, რაც ძალიან კარგია, თუმცა ამავდროულად იმ შედეგების განმეორება, რასაც წინა სეზონში მივაღწიეთ, უფრო და უფრო გართულდება.

„გუნდს ილიჩიჩი დაუბრუნდა, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ის ნელ-ნელა ფორმას იბრუნებს და ასე თუ გააგრძელა, ძალიან მალე ჩვეულ კონდიციებს დაუბრუნდება.

„მან ძალიან რთული პერიოდი გამოიარა, თუმცა თავისი მებრძოლი ხასიათი ყველას დაანახა. ილიჩიჩი გუნდის ერთ-ერთი ლიდერია და მისი დაბრუნებით ყველანი ბედნიერები ვართ.“

გასპერინიმ UEFA-ს საუკეთესო მწვრთნელთა სიაში მე-5 ადგილი დაიკავა.

„დიდი პატივია, რომ მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელთა შორის ჩემი სახელი გამოჩნდა. ეს მიღწევა არა მხოლოდ ჩემი, არამედ გუნდის დამსახურებაცაა და ბიჭებს ამისთვის დიდ მადლობას ვუხდი.“