Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

გატუზო:“გუნდს ფეხბურთელების 30 პროცენტი დატოვებს“

დრის მერტენსმა ნაპოლისთან ახალი კონტრაქტი უკვე გააფორმა და გუნდში 2-3 წლით კიდევ დარჩება,თუმცა სხვა ვარსკვლავები გუნდს დატოვებენ.

ნაპოლის მთავარი მწვრთნელის თქმით,გუნდიდან რამდენიმე ვარსკვლავი წავა და საბოლოო ჯამში დღევანდელი გუნდიდან 70-80 პროცენტი დარჩება.

არკადიუშ მილიკი,კალიდუ კულიბალი,ირვინგ ლაზანო და ბრაზილიელი ალანი სხვადასხვა გუნდებს უკვე დაუკავშირეს,თუმცა რომელი დატოვებს გუნდს ამას დრო გვიჩვენებს.

„სატრანსფერო ფანჯარაზე ბევრი ფეხბურთელის დამატება არ გვჭირდება.ჯერ უნდა ვნახოთ,ვინ დაგვტოვებს.მე და პრეზიდენტს ამის შესახებ ყოველ კვირას გვაქვს საუბარი და ვფიქრობ,გუნდიდან 20-30 პროცენტი წავა.

„ჩვენი გუნდიდან ბევრ ტრანსფერს არ უნდა ელოდოთ,რადგან ნაპოლიში ბევრი ხარისხიანი და გამორჩეული ფეხბურთელი უკვე ასპარეზობს.“

Leave a Reply

Your email address will not be published.