Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

გატუზო:“ინსინიე მხოლოდ იმ შემთხვევაში ითამაშებს,თუ 100 პროცენტით მზად იქნება“

ჯენარო გატუზომ ბარსელონასთან გასამართი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და სხვადასხვა საინტერესო საკითხებზე ისაუბრა.

შეგახსენებთ,რომ პირველ წრეში გუნდებმა თამაში ფრედ,1 – 1 დაასრულეს.

„ვიცით,რომ წინ ურთულესი თამაში გველოდება.ვიცით,თუ რა დონის გუნდთან გვაქვს საქმე და ისიც ვიცით,რომ გასამარჯვებლად ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოვლენა მოგვიწევს როგორც ტექნიკურად,ისე ტაქტიკურად.

„ინსინიეს რაც შეეხება,მან გუშინ 50-პროცენტიანი დატვირთვით ივარჯიშა,დღეს კი სრული სავარჯიშო სესია ჩაატარა.თუ მან მითხრა,რომ თავს 100 პროცენტით კარგად გრძნობს,მაშინ ის თამაშს სასტარტოში დაიწყებს,წინააღმდეგ შემთხვევაში – არა.

„ბოლო პერიოდში ჩვენ რაღაც ახალ სპორტს ვთამაშობთ,ეს ფეხბურთი არ არის.შეუძლებელია ფეხბურთელი ყოველ მე-2 და მე-3 დღეს ათამაშო და მისგან მაქსიმუმი მოითხოვო.

„ბოლო 12 შეხვედრაში გუნდმა ბევრად მოუტამა.ჩვენ ბურთს უფრო ხშირად ვაკონტროლებდით და სერია ა-ში ყველაზე მეტს ვმოძრაობთ.თამაშში უამრავ მომენტს ვქმნით,თუმცა მათ გამოყენებას ჯერჯერობით შესაბამისად ვერ ვახერხებთ.

„სამწუხაროა,რომ ასეთი შეხვედრები გულშემატკივრების გარეშე იმართება.ქომაგების ხმაური მოედანზე ფეხბურთის განუყოფელი ნაწილია.სწორწედ მათი ემოციაა რაც ფეხბურთს განსაკუთრებულ სპორტად აქცევს.“

Leave a Reply

Your email address will not be published.