გატუზო:“მილიკის დონის ფორვარდი მსოფლიოში ძალიან ცოტაა“

ჯენარო გატუზომ ვერონასთან 2 – 0 გამარჯვების შემდეგ სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა.

გოლები მილიკმა და ირვინგ ლოზანომ გაიტანეს.

„ჩვენი ყველა ფეხბურთელი მნიშვნელოვანია,განსაკუთრებით ახლა,როდესაც 5 ცვლილების განხორციელებაა შესაძლებელი.

„დღეს ლოზანოს შანსი მიეცა და კარგად გამოიყენა,შემდეგ თამაშში შესაძლოა მისი ადგილი სხვამ დაიკავოს.მთავარია,რომ ყველა ფეხბურთელმა ვარჯიშზეც და უშუალოდ თამაშშიც გუნდისთვის ყველაფერი გაიღონ და მაქსიმალურად დაიხარჯონ.

„ჩვენ კარგ ფორმაში ვართ.Coppa Italia-ს მოგებამ კი საკუთარი თავის რწმენა შეგვმატა,რაც გუნდისთვის მნიშვნელოვანი იყო.ერთადერთი,რაც დღეს არ მომეწონა,ეს ზედმეტი სიჩქარეა.ჩვენ მოცდა უნდა შეგვეძლოს და სწორი გადაწყვეტილებების მიღება.

„გულამმა დღეს კარგი შეხვედრა ჩაატარა.ნუ დაგავიწყდებათ,რომ ის რამდენიმე სეზონის წინ მსოფლიოს საუკეთესო მცველი იყო და რომ არა ტრავმები,ახლაც ასე იქნებოდა.მისი ხარისხი და სათამაშო კლასი არსად დაკარგულა.

გატუზომ მილიკის გუნდიდან შესაძლო წასვლაზეც გააკეთა კომენტარი.

„ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის,ამიტომ ამ თემაზე ბევრი ლაპარაკი არ შემიძლია.მილიკის კონტრაქტი მომავალ სეზონში იწურება და მან იცის,რომ მე მას როგორც ადამიანს და როგორც ფეხბურთელს ძალიან ვაფასებ.მისი დონის ფორვარდი მსოფლიოში სულ რამდენიმეა და მოხარული ვიქნები,თუ ის გუნდში დარჩება.“

Leave a Reply

Your email address will not be published.