გატუზო:“ნაპოლიმ განვითარება უნდა განაგრძოს“

ჯენარო გატუზოს აზრით,ნაპოლიმ Coppa Italia-ს ფინალი წარსულს უნდა ჩააბაროს და მომავალ მატჩებზე იფიქროს.

იტალიელი სპეციალისტის თქმით,ახლა დროა ნაპოლიმ სერია ა-ში დაამტკიცოს,რომ იუვენტუსის დამარცხება შემთხვევითობა არ ყოფილა და გუნდი უფრო და უფრო იხვეწება.

„იუვენტუსის,ინტერის და ლაციოს წინააღმდეგ თამაში მარტივი არ ყოფილა.ლაციოსთან 10 კაცით დავრჩით,ინტერმა საქმე გაგვირთულა,ფინალი კი ყველამ ნახეთ.

„ჩვენ აშკარად გავაუმჯობესეთ ჩვენი თამაშის ხარისხი,თუმცა ბევრად მეტი შეგვიძლია.ფეხბურთელობის პერიოდში ყოველთვის,როდესაც რამე ტიტულს ვიგებდი,ყოველთვის იმაზე ვფიქრობდი თუ როგორ შეიძლებოდა უკეთესი გავმხდარიყავი.

„ახლა იგივეს ჩემი გუნდისგან ვითხოვ.ჩვენი გონება სუფთა და მშვიდი უნდა იყოს და ეს გამარჯვება ისტორიას ჩავაბაროთ,წინ სულ სხვა მიზნები გვაქვს.

„ჩემი გუნდის თითოეულ წევრთან კარგი დამოკიდებულება მაქვს.მათ იციან,რომ ყველაზე კარგი მეგობარიც და ყველაზე დიდი მტერიც მათთვის მე ვარ.თუ ვინმე ვარჯიშებზე ან თამაშის დროს ბოლომდე არ დაიხარჯება,ამას ძალიან მალე ინანებს,თუმცა მათ ჩემი იმედი ყოველთვის უნდა ჰქონდეთ.

„ვიცოდი,რომ მწვრთნელობა იოლი არ იქნებოდა და უკვე ბევრი შეცდომაც დავუშვი,თუმცა ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა გაიარო და შეცდომებზე უნდა ისწავლო.

„მე ყოველთვის მინდა უკეთესი გავხდე.საბედნიეროდ,ნაპოლის არაჩვეულებრივი შემადგენლობა ჰყავს და ჩვენ ერთმანეთისგან ყოველდღე უამრავ რამეს ვსწავლობთ.

„ჩვენი მთავარი მიზანი ახლა ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაა,თუმცა ეს ძალიან რთული იქნება.

„ბარსელონასთან კი უფრო ძლიერები და უკეთეს ფიზიკურ კონდიციებში მყოფები უნდა გავიდეთ.ჩვენ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან მოგვიწევს თამაში,თუმცა ჩვენი გასაკეთებელი ყველგან უნდა გავაკეთოთ.“

Leave a Reply

Your email address will not be published.