Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

გატუზო:“ნაპოლის ბარსელონასთვის სირთულეების შექმნა შეეძლო“

ჯენარო გატუზომ ბარსელონასთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ნაპოლის ბარსასთვის უფრო მეტი პრობლემის შექმნა შეეძლო.

„ძალიან გაბრაზებული ვარ,რადგან გუნდს პირველი 30 წუთი ეძინა,რა დროსაც ორი ბავშვური გოლი გაუშვა,რომელთა თავიდან აცილებაც ძალიან მარტივად შეგვეძლო.

„მე დღეს ვნახე გუნდი,რომელმაც ბარსელონას ბევრი პრობლემა შეუქმნა,თუმცა ჩვენ უფრო მეტის გაკეთება შეგვეძლო.გუნდს გოლის გატანის ორი კარგი მომენტი ჰქონდა,თუმცა გატანის მაგივრად საკუთარ კარში მივიღეთ.

„მე ბევრჯერ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ,რომ ჩვენ გუნდში ძალიან ნიჭიერი და ძლიერი ფეხბურთელები გვყავს,თუმცა მენტალურ ასპექტში ძალიან მოვიკოჭლებთ და ამაზე სამუშაო გვაქვს.

„თუ სტატისტიკას გადავხედავთ ვნახავთ,რომ მატჩში ნაპოლი დომინირებდა.ჩვენ მათზე ორჯერ მეტი მომენტი გვქონდა,უფრო მეტი ბურთის ფლობა და მათ დაცვას გვერდს ძალიან მარტივად ვუვლიდით.

„კარგად ვნახეთ,რომ ბარსელონას მეორე ნახევარში ძალიან გაუჭირდა.ხალხი ამბობდა,რომ ბარსა სარეზერვო მოთამაშეებით თამაშობდა,თუმცა მე ეს მოედანზე ვერ დავინახე. ეს იყო უმაღლესი ხარისხის ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი,რომელთა საერთო ღირებულება ასობით მილიონი ევროა.ყველაზე დასანანი ის ნახევარი საათია,რომლის დროსაც ბარსას ორი გოლი და მომდევნო ეტაპზე გასვლის ბილეთი ვაჩუქეთ…

„ბარსა 10 წუთის განმავლობაში თავისი ნახევრიდან ვერ გადმოდიოდა.მე დღეს ნაპოლის მხრიდან შესანიშნავი მატჩი ვიხილე.არ მინდა,რომ თავის მართლებად გამომივიდეს,თუმცა გული მწყდება,რადგან ვიცი,რომ მათთვის ბევრად დიდი პრობლემების შექმნა შეგვეძლო.

„ბოლოს ბარსელონას კამპ ნოუზე ბურთის ფლობის მაჩვენებელი 43 პროცენტი 7-8 წლის წინ ჰქონდა და ყველაზე მეტად ეს მაბრაზებს,რომ ამ უპირატესობის გამოყენება ვერ შევძელით.“

ჯენარო გატუზომ ანდრეა პირლოს იუვენტუსში დანიშვნაზეც გააკეთა განცხადება.

„ის დიდ შარშია,რადგან მწვრთნელობის პირველივე დღიდან ძალიან რთულ სამუშაოს შეეჭიდა.

„მას გაუმართლა,რომ იუვენტუსში უწევს კარიერის დაწყება,თუმცა ჩვენს საქმეში კარგი ფეხბურთელობა საკმარისი არ არის.შენ ყოველდღე უნდა განვითარდე,უნდა ისწავლო და ძილი დაივიწყო…

„ფეხბურთელობა და მწვრთნელობა ერთმანეთს საერთოდ არ ჰგავს.მწვრთნელობა სრულიად განსხვავებული პროფესიაა და ფეხბურთის სხვანაირ ხედვას მოითხოვს,ეს სრულიად განსხვავებული სამყაროა.“

Leave a Reply

Your email address will not be published.