Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

გატუზო:“ნაპოლის მთავარი ამოცანა ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნება იქნება“

გატუზომ გუნდის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნაპოლი მომავალ სეზონში ოთხეულისთვის და ჩემპიონთა ლიგისთვის ბრძოლას აპირებს.

„მე ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მაკისრია და ამისთვის მზად ვარ. როდესაც შენ ნაპოლის წვრთნი, მიზნები არასოდეს იცვლება, შენ ვალდებული ხარ, რომ ყოველთვის გამარჯვებაზე იფიქრო.

„ჩვენ მომავალ წელს უკეთესი პოზიცია გვსურს. გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ. მე გუნდში ევროპაში გამორჩეული ახალგაზრდები მყავს, ამიტომ სატრანსფერო ბაზარი არ მადარდებს.

„გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე ვერ მოხვედრით და სტადიონებზე ხალხის არ ყოფნით დიდი ზარალი ნახა, თუმცა მე ამაზე არ ვფიქრობ. თუ ვინმე წავა, გავაგრძელებ იმ შემადგენლობით, ვინც გუნდში იქნება.

„გასული სეზონის მეორე ნაწილი, რომელიც პანდემიის შემდეგ დაიწყო, ფეხბურთი არ იყო. ჩვენ სრულიად განსხვავებული სპორტის მონაწილეები ვიყავით. არ შეიძლება გუნდი აიძულო, რომ ყოველ მესამე დღეს ასეთ სიცხეში ითამაშონ და მათგან მაქსიმუმი მოითხოვო. ჩვენ ვალდებულები ვართ, მათ ჯანმრთელობას გავუფრთხილდეთ.

„ისინი, ვინც სეზონის მიმდინარეობისას ნაკლებ ფეხბურთელს დაკარგავენ, შესაბამისად უკეთეს შედეგებს დააფიქსირებენ. ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ წინ ევროპის ჩემპიონატი გვაქვს.

„მე ჩემი  თავისგან იმას მოვითხოვ, რომ ყველა თამაშში მაქსიმალურად ფოკუსირებული ვიყო და სიბრაზეს არ ავყვე. გუნდში ვეტერანი ფეხბურთელების დახმარების იმედი მაქვს, ჩვენ ჩემპიონთა ლიგის საგზური უნდა მოვიპოვოთ.

„ნაპოლი ლიგაზე გასვლას ბოლო წლებში სტაბილურად ახერხებდა, თუმცა გასულ სეზონში სერია ა ძალიან გაძლიერდა და ტემპს არც ჩვენ არ უნდა ჩამოვრჩეთ.“

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *