Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

გატუზო:“ნაპოლის ფეხბურთელებმა მოსაგებად ყველაფერი გაიღეს“

ჯენარო გატუზომ ანტონიო კონტეს ორი მატჩის ჯამში 2-1 სძლია და კოპა იტალიას ფინალში გავიდა.

გთავაზობთ იტალიელი სპეციალისტის მატჩისშემდგომ კომენტარს:

„ჩვენ შევხვდებით იუვენტუსს,რომელიც მოგებაზე დაგეშილია და რომელთაც დიდი ჩემპიონების მენტალიტეტი აქვთ,ამიტომ ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ და ჩვენი საქმე ზედმიწევნით კარგად გავაკეთოთ.თასის სახლში წასაღებად,საოცრად კარგი თამაში დაგვჭირდება.

ლორენცო ინსინიემ გამარჯვება გატუზოს მიუძღვნა,რომელმაც და სულ ახლახანს დაკარგა.

„მთელი ფეხბურთის სამყაროს მინდა მადლობა გადავუხადო,ვინც ჩემი ტკივილი გაიზიარა და გვერდში დამიდგა.ამ გამარჯვებას ჩემს ოჯახს,ჩემს მშობლებს და ჩემს დას ვუძღვნი.ჩვენ ის ძალიან გვიყვარდა და ყველას დაგვაკლდება.

„გუნდში ერთმანეთთან კარგი დამოკიდებულება გვაქვს.გუნდის სასტარტო შემადგენლობას უშუალოდ თამაშის წინ ვწყვეტ,თუმცა 5 ცვლილების ქონა კარგი დახმარებაა.

„ჩვენს გუნდში ძალიან ძლიერი ფეხბურთელები ირიცხებიან.თამაშის განმავლობაში ვცდილობდით,რომ უფორ აგრესიულად გვეთამაშა,რაც ბოლომდე კარგად არ გამოვიდა,მაგრამ ამაზე ვმუშაობთ და დარწმუნებული ვარ,მალე უმაღლესი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ.

გატუზომ კომენტარი თავის მომავალზეც გააკეთა,რომელსაც კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება.

„საბედნიეროდ ფულზე არ ვფიქრობ,ჩემთვის მნიშვნელოვანი იმ ხალხის პატივისცემაა,ვისთან ერთადაც ვმუშაობ.კონტრაქტი ჩემთვის ბევრს არაფერს ნიშნავს,მე მინდა უფრო განვვითარდე და წინ წავიდე.

„95 დღის შემდეგ,მოედანზე დაბრუნება ადვილი არ ყოფილა.ფორმის აღსადგენად და კონდიციებში ჩასადგომათ დრო დაგვჭირდება,თუმცა ახლა ამაზე წუწუნის დრო არ არის,მსოფლიომ უამრავი ადამიანი დაკარგა და იმედი მაქვს,რომ ფეხბურთის დაბრუნება ცოტა ნუგეშს მოუტანს ყველას.“

Leave a Reply

Your email address will not be published.