Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

გატუზო:“ნაპოლი ბოლომდე იბრძოლებს“

ნაპოლის მთავარმა მწვრთნელმა ბარსელონასთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა,რომ გუნდი უბრძოლველად არ დანებდება.

„ჩვენ გვსურს,რომ გუნდის ისტორიაში საკუთარი კვალი დავტოვოთ.ნაპოლი ფეხბურთის უმაღლეს დონეზე ასპარეზობს და გვინდა დავამტკიცოთ,რომ ჩვენ ამის ღირსები ვართ.

„ვიცით,რომ თუ გვსურს,რომ ბარსელონას თანასწორად ვეთამაშოთ,რისკებზე წასვლა მოგვიწევს,თუმცა ჩვენ ამისთვის მზად ვართ,ნაპოლი ბოლომდე იბრძოლებს.

„ჩვენ ბარსასთან თამაშისთვის მზად ვართ,გუნდს თავისი თამაშის სტილი აქვს და შევეცდებით, რომ ამ სტილს მივყვეთ,თუმცა მათ ჰყავთ ერთი მოთამაშე,რომელსაც ნებისმიერი გუნდის მარტო დამარცხება შეუძლია და იმედი მაქვს,რომ მის გაჩერებას მოვახერხებთ.“

Leave a Reply

Your email address will not be published.