Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

გატუზოს კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა მითითებული არ იქნება

Il Giornale-ს ინფორმაციით, ჯენარო გატუზომ დე ლაურენტისი დაარწმუნა და მის ახალ კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა არ ჩაიდება.

პარტენოპეი მთავარი მწვრთნელების კონტრაქტებში ასეთ პუნქტს ყოველთვის დებს, თუმცა ჯენარო გატუზო ამის კატეგორიულად წინააღმდეგი იყო, ერთ-ერთ ინტერვიუში მან განაცხადა:

„კონტრაქტების არ მწამს, მე ძველი სკოლის წარმომადგენელი ვარ და გუნდში ხელშეკრულების გარეშეც დავრჩები, თუმცა მსურს, რომ თავი თავისუფლად ვიგრძნო და მშვიდად ვიმუშაო გუნდში, რომელიც მიყვარს.“

აძური სატურნირო ცხრილის მე-2 ადგილს იკავებს. მათ 5 მატჩში ერთი მარცხი აქვთ, ისიც იუვესთან, სადაც ნაპოლის ტექნიკური მარცხი ჩაუთვალეს და ამას გარდა ერთი ქულაც ჩამოაკლეს.