Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

გატუზო:“ფეხბურთელებს შეუძლიათ მსაჯებს უთხრან …“

ნაპოლის მთავარმა მწვრთნელმა ინტერთან მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

ერთადერთი გოლი რომელუ ლუკაკუმ პენალტიდან გაიტანა. ლორენცო ინსინიე მსაჯის გადაწყვეტილებას პენალტის დადების შესახებ არ დაეთანხმა და არბიტრს სიტყვიერი შეურაწყოფა მიაყენა, რის გამოც მოედნიდან გააძევეს.

„ასეთ რამეზე ფეხბურთელს მხოლოდ იტალიაში აგდებენ. მსაჯმა 2 წუთით ადრე, სანამ მას წითელ ბარათს უჩვენებდა, ინსინიეს კომპლიმენტები უთხრა იმის გამო, რომ გუნდს კარგად კაპიტნობდა, 2 წუთში კი ის მოედნიდან გააგდო.

„იმის გამო, რომ ფეხბურთელმა გააჯ… გითხრა, მოედნიდან ვერ გააგდებ, მითუმეტეს, თუ ეს ფეხბურთელი გუნდის კაპიტანია.

„ინგლისში და შოტლანდიაში ფეხბურთელები მსაჯებს ასეთ და ამაზე უარეს სიტყვებს ეუბნებიან და არაფერი ხდება, იტალიაში კი მოედანს ატოვებინებენ…

„როდესაც მე ფეხბურთელი ვიყავი, ეს სპორტი იყო. მსაჯები ვალდებულები იყვნენ, რომ საეჭვო პენალტის დადების შემდეგ ფეხბურთელს მცირე პრეტენზიის გამოთქმის უფლება ჰქონდათ და ოფიციალურ პირებს ამაზე თვალები უნდა დაეხუჭათ. გუნდს 10 კაცით ამის გამო ვერ დატოვებ.

„ინსინიე ამას მსაჯს სახეში არ ეუბნებოდა და აგრესიული არ იყო…

„დღეს ძალიან ტაქტიკური თამაშის მომსწრენი ვიყავით და ჩემი აზრით, ნაპოლიმ შესანიშნავად ითამაშა. გუნდმა ახალი მეთოდები სცადა, რომელმაც ნამდვილად გაამართლა. მთლიანობაში მატჩი რომ შევაფასოთ, ნაპოლიმ ქულები უფრო მეტად დაიმსახურა, მაგრამ ამისთვის გოლი უნდა გაიტანო. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ბურთი ხელში რომ აგვეღო და კარში შეგვეგორებინა, ის ხაზს მაინც არ გადაკვეთდა.“

დრის მერტენსმა პირველ ტაიმში ტრავმა მიიღო და მოედნის დატოვება აცრემლებულს მოუწია.

„მან კოჭი გადაიტრიალა, დაზიანების სიმძიმეს ტესტები გვაჩვენებს.“