გატუზო:“ფეხბურთის ღმერთების მწამს“

ჯენარო გატუზომ ნაპოლის ფეხბურთელების მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა და მისი თქმით,ფეხბურთის ღმერთების სჯერა.

ეს ჯენარო გატუზოს პირველი ტიტულია მწვრთნელის ამპლუაში,მან გუნდი სულ რამდენიმე თვის წინ,დეკემბერში ჩაიბარა.

„ცხოვრებამ და ფეხბურთმა იმაზე ბევრად მეტი მომცა,ვიდრე მე მათ მივეცი.ფეხბურთმა კაცად მაქცია.ცხოვრებაში,მშობლები და ოჯახი ყველაფერზე წინ არის,ამიტომ ამ გამარჯვებას ჩემი დის ხსოვნას ვუძღვნი.

„ფეხბურთისადმი ისეთი სიყვარული მაქვს,რომ ამას ერთი წამითაც ვერ ვივიწყებ.ყველამ,ვინც ამ საქმით არის დაკავებული,უნდა დააფასოს ეს უდიდესი სპორტი.სწორედ ეს მაბრაზებს ფეხბურთელებში,როდესაც ვხედავ,რომ საჭირო მონდომებით და აზარტით არ უდებიან ფეხბურთს.მე ფეხბურთის ღმერთების მჯერა,როდესაც რაღაცას კარგად აკეთებ,შენი დამსახურებული პრიზიც არ იგვიანებს.

„ჩემმა ბიჭებმა მოედნის ყველა მონაკვეთზე ბოლომდე იბრძოლეს,ხასიათი გამოავლინეს და გამარჯვება დაიმსახურეს.ახლა მთელი ყურადღება სერია ა-ს თამაშებზე უნდა გადავიტანოთ.ამ თასის მოგებით არ უნდა ვიფიქროთ,რომ ჩვენ ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთეთ,დარჩენილ ტურებში ნაპოლი ჩემპიონთა ლიგაზე გასვლისთვის იბრძოლებს.ეს იოლი არ იქნება,თუმცა ჩვენ ბოლომდე ვეცდებით.“

Leave a Reply

Your email address will not be published.