Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

გატუზო:“ ამ ნაპოლის ფეხბურთელი რომ ვიყო, სათადარიგოთა სკამის ფეხბურთელი ვიქნებოდი”

ჯენარო გატუზომ კროტონეს განადგურების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

მატჩის მიმოხილვის სანახავად დააკლიკეთ აქ.

„მე გუნდს კომპლიმენტებს ვეუბნები, თუმცა იმის მიუხედავად, რომ ჩვენ 4 – 0 გავიმარჯვეთ, გარკვეულ ასპექტებში მაინც გაგვიჭირდა.

„მას შემდეგ, რაც მათ კაცი გაუძევეს თამაშიც უფრო მარტივი გახდა, მაგრამ დღეს მცირე დაღლილობა მაინც გვეტყობოდა, რადგან ყოველ 3 დღეში ერთხელ თამაში გვიწევს.

„ჩვენ კარგად მივიწევთ წინ, მოედანზე უკვე 21 ქულის მოპოვება მოვახერხეთ, რაც ცუდი შედეგი არ არის, თუმცა გუნდს უფრო სტაბილურად თამაში მართებს.

„სოსიედადთან მატჩი ? ევროპა ლიგის მომავალ ეტაპზე გასვლა ჩვენი სეზონის ერთ-ერთი პირველი ამოცანაა და ვიცით, რომ ამის გაკეთება ძალიან ძლიერი გუნდის წინააღმდეგ მოგვიწევს.

„მე ნაპოლისგან გუნდურ თამაშს მოვითხოვ. თუ მოედანზე ისეთ ფეხბურთელს დავინახავ, რომელიც მე მგავს, მას თამაშის საშუალებას არ მივცემ, რადგან მე, როგორც მწვრთნელმა არ მსურს ჩემმა გუნდმა ისეთი ფეხბურთი ითამაშოს, როგორიც მე, როგორც ფეხბურთელს შემეფერებოდა.

„მე ჩემი კარიერით და მიღწევებით ვამაყობ, თუმცა ფეხბურთი მთელს მსოფლიოში და მათ შორის იტალიაში შეიცვალა. ნაპოლის ამ გუნდში რომ ვყოფილიყავი, მე ძირითადად სათადარიგოთა სკამზე ვიჯდებოდი.“