Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

გატუზო:“ არის თუ არა იუვესთან მატჩი ჩემი ბოლო შანსი?“

ატალანტასთან მარცხის შემდეგ, ჯენარო გატუზოს მომავალი ნაპოლის მწვრთნელის რანგში კიდევ უფრო დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

იტალიურ მედიაში ვარაუდობენ, რომ თუ რინომ სერია ა-ს მომდევნო ტურში იუვენტუსთან მატჩიც წააგო, დე ლაურენტისი მას გუნდიდან გაუშვებს.

ამ თემაზე კომენტარი თავად იტალიელმა სპეციალისტმა გააკეთა.

„არის თუ არა იუვე ჩემი ბოლო შანსი ? არ ვიცი, ეს კლუბს უნდა ჰკითხოთ. ამ გემის კაპიტანი მე ვარ და როდესაც საქმე ცუდად არის, რა თქმა უნდა ყველა კაპიტანს აკრიტიკებს.

„მე ამ თემაზე არ ვფიქრობ. მე ყოველდღიურად მაქსიმუმს ვაკეთებ იმისთვის, რომ გამოცხადებული ნდობა გავამართლო.

„მე მწვრთნელი ვარ და ყველაფერი ასე ხდება. არც პირველი ვიქნები და არც უკანასკნელი, თუმცა მე ვალდებულებები გამაჩნია და ბოლომდე ვიბრძოლებ.“