Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

გატუზო:“ გასახდელში არანაირი კონფლიქტი არ ყოფილა“

ნაპოლის მთავარმა მწვრთნელმა რიეკასთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ მილანთან მარცხის შემდეგ გასახდელში ფეხბურთელსა და მწვრთნელს შორის კონფლიქტი იყო, ტყუილია.

„გუნდმა მხოლოდ ერთ რამეზე უდნა იფიქროს და ეს გამარჯვებაა. სხვაზე არც მე და არც ფეხბურთელებმა არაფერზე არ უნდა ვიფიქროთ. გაზეთებში ათასი სისულელე იწერება, რომელსაც ყურადღებას საერთოდ არ ვაქცევ.

„ადამიანები, რომლებიც მე მიცნობენ იციან, რომ თავის გასამართლებელ მიზეზებს არასოდეს ვეძებ. მე ამ სამსახურს ფეხბურთის სიყვარულის და ვნების გამო დავთანხმდი, სხვა ყველაფერი ჩემთვის მეორეხარისხოვანია.

„ჩვენ კარგ ფეხბურთს ვთამაშობთ, მაგრამ უფრო მეტი ჟინი და გამარჯვების სურვილი უნდა გვეტყობოდეს. ვინმეს თუ ეგონა, რომ ჩვენ 130 ქულას მოვიპოვებდით, ეს ჩემი პრობლემა არ არის.

„არის მომენტები, როდესაც შენ იმათ, ვისაც ეს ეკუთვნის უნდა უთხრა, გაა….  ყველაფერს, რასაც მე ფეხბურთელებს გასახდელში ვეუბნები, გუნდის საკეთილდღეოდ არის მიმართული და ეს მხოლოდ მე და ჩემს ბიჭებს გვეხება.“