Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

გატუზო:“ კულიბალი გუნდს მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს“

ნაპოლის სენეგალელი ცენტრალური მცველის, კალიდუ კულიბალის გუნდიდან წასვლის შესახებ ხმები არ წყდება. მის ტრანსფერზე პსჟ და მანჩესტერ სიტი მუშაობენ, თუმცა გუარდიოლას გუნდი ჯერჯერობით ფავორიტად მიიჩნევა.

კულიბალის შესაძლო წასვლასთან დაკავშირებით კომენტარი გატუზომ გააკეთა.

„კულიბალის ზუსტად ის ფასი ადევს, რაც მისი დონის ფეხბურთელს შეეფერება და ყველამ, ვისაც მისი შეძენა სურს, ეს თანხა უნდა გადაიხადოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის გუნდში  დარჩება.

„მილიკი? ჩვენ მასთან გასულ ზაფხულს საუბარი გვქონდა და პირდაპირ ვუთხარით, რომ თუ ახალ კონტრაქტს ხელს არ მოაწერდა, ის გუნდს დატოვებდა.

„თუ არეკი ახალ გუნდს არ იპოვის, ეს მისთვის კარგი სიტუაცია არ იქნება, რადგან ჩვენ მის ადგილზე ახალი ფეხბურთელი გვყავს და მილიკის ადგილი გუნდში აღარ არის.“

Leave a Reply

Your email address will not be published.