Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

გატუზო:“ მხოლოდ ხარისხი გამარჯვებისთვის საკმარისი არ არის“

ჯენარო გატუზოს პრესკონფერენცია ალკმაართამ ნატჩის წინ.

„წინ ძალიან რთული მატჩი გველოდება, ისინი ჯერჯერობით დაუმარცხებლები არიან და თუ მათ სივრცეებს დაუტოვებ, აუცილებლად დაგსჯიან. ჩვენ მათ დიდ პატივს ვცემთ და 3 ქულის მოსაპოვებლად კარგად თამაში გვმართებს.

„გუნდი ტექნიკურად ძალიან ძლიერია და მათ ესმით, რომ ნებისმიერი შეცდომა შეიძლება ძვირად დაგვიჯდეს. მხოლოდ ხარისხი თამაშის მოსაგებად საკმარისი არ არის, მოედანზე მაქსიმალური კონცენტრაციით და მონდომებით უნდა გავიდეთ.

„გუნდმა რომასთან გამოავლინა, რომ უდიდესი პოტენციალი აქვს, თუმცა სტაბილურად თამაშს ჯერჯერობით ვერ ვახერხებთ. გასულ სეზონში ჩვენ ყველა შეხვედრაში ბოლომდე ვიბრძოდით და ყველაფერს ვაკეთებდით იმისთვის, რომ გოლი არ გაგვეშვა, მე სწორედ ასეთი ნაპოლის ხილვა მსურს.

„ინსინიე ? მისგან უფრო მეტს ველოდები. ტექნიკურად მასთან არანაირი პრეტენზია არ მაქვს, თუმცა მას მეტი მოეთხოვება, ის კაპიტანია, 22 წლის ახალგაზრდა აღარ არის და მისგან ხასიათის გამოვლინებას ვითხოვ.

„ის მოედანზე ყოველთვის ბევრს იხარჯება და მისი მოედანზე გადაადგილება სამაგალითოა. მე მსურს, რომ მან გუნდელები უფრო მეტად გაამხნევოს, თუმცა ეს ყველაფერი თავადაც კარგად იცის.

„მერტენსი ? ის გარკვეულ ტექნიკურ შეცდომებს უშვებს, რაც მისი დონის ფეხბურთელისგან ცოტა გასაკვირია.

„ის გუნდისთვის ერთ-ერთი ფუნდამენტალური ფეხბურთელია და მისგან უფრო კარგ თამაშს მოვითხოვ, მას ამის შესაძლებლობა ნამდვილად აქვს.

„ოსიმენს რაც შეეხება, მე მოცდა ძალიან არ მიყვარს, თუმცა ამაზე მეტად მისი მოწყენილი სახე მაღიზიანებს. მას რთული პერიოდი უდგას, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ადაპტაციის პერიოდი მალე დასრულდება და ჩვენ მის ნამდვილ ძალას ვიხილავთ.“