Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

გატუზო:“ ნაპოლიზე ძალიან გაბრაზებული ვარ“

Napoli 01/11/2020 - campionato di calcio serie A / Napoli-Sassuolo / foto Insidefoto/Image Sportnella foto: Gennaro Gattuso

ჯენარო გატუზომ რიეკასთან მატჩზე ისაუბრა, რომელშიც ნაპოლი მარცხდებოდა, თუმცა საბოლოოდ გაუმართლა და თამაში 1 – 2 მოიგო.

„მარტივი თამაში არ არსებობს, ნუ დაგავიწყდებათ, რომ რეალ სოსიედადმა რიეკას 93’ წუთზე გატანილი გოლის წყალობით მოუგო.

„ვიცოდი, რომ ისინი დაცვაში ჩაჯდებოდნენ და კონტრ-შეტევებზე ითამაშებდნენ, თუმცა რატომღაც გუნდი ამას პირველი 30-35 წუთის განმავლობაში მოუმზადებელი და გაკვირვებული შეხვდა.

„შესაძლოა ჩვენ მეტოქე ვერ დავაფასეთ და 3 ქულის მოპოვება მარტივად გვსურდა, პირველი ტაიმის შემდეგ ძალიან გაბრაზებული ვიყავი. ჩვენს კართან ბევრი მომენტი შეიქმნა. მიუხედავად იმისა, რომ მეორე ტაიმში თამაში გამოვასწორეთ, დაშვებულ შეცდომებს ვერ შევეგუებით, ამის ფუფუნება არ გვაქვს.

„ჩვენ ყოველთვის მაქსიმალური კონცენტრაციით უნდა ვიყოთ და გამოსაფხიზლებლად სახეში სილის გაწნა არ უნდა გვჭირდებოდეს. დღეს ყველაფერი კარგად დასრულდა, თუმცა ერთხელაც არ გაგვიმართლებს და შესაძლოა ამის გამო ტურნირს დავემშვიდობოთ. მე მსურს, რომ ის თამაში, რაც მეორე ტაიმში ვაჩვენეთ, გუნდმა მთელი 90 წუთის განმავლობაში ითამაშოს.

„გუნდი ამ თამაშისთვის კარგად მოემზადა. ჩვენ მათი თამაში კარგად შევისწავლეთ და სწორედ ეს მაბრაზებს ყველაზე მეტად, რომ ამისთვის მზად მაინც არ ვიყავით.

„რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჩემი ბრალია, რომ ჩემს ფეხბურთელებს სწორი მოტივაცია ვერ შევუქმენი და მოედანზე კონცენტრაციის ნაკლებობით გავიდნენ.“