Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

გატუზო:“ ნაპოლისგან სწორედ ასეთი თამაშის ხილვა მსურს“

ჯენარო გატუზომ რომასთან მატჩზე ისაუბრა, რომელშიც ნაპოლიმ 4 – 0 იმარჯვა.

„ჩვენ ასეთი ინტენსიობით ყველა შეხვედრაში უნდა ვითამაშოთ. ავტობუსში და გასახდელში ასეთი ატმოსფეროს ქონის შემთხვევაში, ჩვენ ნებისმიერ გუნდთან გვექნება მოგების შანსი.

„ყველაზე მეტად გუნდის მიდგომა მომეწონა. როდესაც რომელიმე ფეხბურთელი შეცდომას უშვებდა, გუნდი მზად იყო, რომ მას დახმარებოდა, ერთმანეთს ყვირილის ნაცვლად ამხნევებდნენ და სწორედ ამის ნახვა მსურს.

„შესაძლოა წინა მატჩებში დაშვებული შეცდომები ჩემი ბრალი იყოს, რადგან მე არ მინდოდა, ფეხბურთელებთან ზედმეტად მკაცრი ვყოფილიყავი, თუმცა ახლა ვიცი, რომ სხვანაირად არ გამოვა და როდესაც ისინი ამას იმსახურებენ, მიიღებენ კიდეც.

„ვიცით, რომ ასეთი დატვირთული გრაფიკის ფონზე ჩვენ ყველა თამაშში 100 პროცენტით მზად ვერ ვიქნებით და სწორედ ასეთ დროს არის მენტალობა მნიშვნელოვანი, რადგან მძიმე მომენტებში სწორი მენტალობით შენ მათი გადალახვა შეგიძლია.“