Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

გატუზო ნაპოლისთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ჯენარო გატუზო ნაპოლისთან ახალ კონტრაქტს დეკემბრის მეორე ნახევარში გააფორმებს.

ჯენაროს მიმდინარე კონტრაქტი პარტენოპეისთან სეზონის ბოლოს იწურება და წყაროს მტკიცებით 42 წლის ფეხბურთელი გუნდთან ახალ 2-წლიან ხელშეკრულებას მოაწერს ხელს და სეზონში მისი ანაზღაურება 1.9 მილიონი ევრო იქნება.

ჯენარო გატუზომ ნაპოლი 2019 წლის დეკემბერში ჩაიბარა და ნაპოლის მთავარი მწვრთნელის რანგში 35 მატჩი გამართა. გუნდში მისი მისვლის შემდეგ, ნაპოლი თითო შეხვედრაში საშუალოდ 1.83 ქულას აგროვებს.

გათიშვა