Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

გატუზო:“ ნაპოლის მხარდაჭერაში ეჭვი არასოდეს შემპარვია…“

გუშინ ჯენარო გატუზოს ნაპოლიმ იუვენტუსის დამარცხება მოახერხა და სავარაუდოდ ამ გამარჯვებამ რინო ნეაპოლის დატოვებისგან გადაარჩინა.

შეხვედრაზე კომენტარი თავად გატუზომ გააკეთა.

„დღეს ჩვენ ძალიან დიდი მონდომება და მებრძოლი სული გამოვავლინეთ. იუვენტუსმა კარგად ითამაშა და შესაძლოა მეტი დაიმსახურა, თუმცა ჩვენ ზეწოლას გავუძელით და კარის მშრალად შენახვა მოვახერხეთ.

„მე არასოდეს შემპარვია ეჭვი, რომ გუნდი ჩემს გვერდით დგას, წინააღმდეგ შემთხვევაში მე ჩემს ნივთებს ავკრებდი და სახლში წავიდოდი. მწვრთნელი ფეხბურთელების რწმენის გარეშე შორს ვერ წავა, თუმცა მე მათ მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობდი.

„ტრავმირებული ფეხბურთელები ? ეს ფეხბურთის ნაწილია, განსაკუთრებით ახლა, როდესაც თამაში ყოველ 3 დღეში ერთხელ გვიწევს, ამიტომ ჩვენ ამ თემაზე წუწუნს ვერ დავიწყებთ. ყკვე თითქმის ერთ წელია, რაც ძირითადი ფორვარდების გარეშე გვიწევს თამაში.

„ატალანტასთან 2 ძალიან უცნაური გოლი გავუშვით, მაგრამ დღეს ხაზების გადაკეტვა მოვახერხეთ. მინდა რაჰმანის პირადად გადავუხადო მადლობა, რადგან იმის მიუხედავად, რომ ის მოედანზე ბევრ დროს არ იღებს, ის ყოველთვის მზად არის, რომ გუნდს ბოლომდე დაეხმაროს და მაკსიმოვიჩს, რომლის კონტრაქტიც იწურება, თუმცა ის მოედანზე 100 პროცენტით იხარჯება.“

2011 წლის ვალტერ მაცარის ნაპოლის შემდეგ, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც პარტენოპეიმ იუვენტუსი სერია ა-ში ზედიზედ 2-ჯერ დაამარცხა, თუმცა გატუზო მარცხის შემთხვევაში დიდი ალბათობით გუნდს დატოვებდა.

„მედიაში ძალიან ბევრი რამ დაიწერა, მაგრამ მე მინდა ხალხმა მიღწეული შედეგებით განმსაჯოს. მე პერსონალურ შეურაწყოფას არავის ვაპატიებ.

„კოროან ვირუსის და ტრავმების გამო ძალიან რთული სეზონია. შენ დღეს იღვიძებ და არ იცი, რა მოხდება ხვალ და რა შემადგენლობით მოგიწევს მოედანზე გუნდის გაყვანა. ახლანდელი სიტუაციით და ფეხბურთელების ფორმის გათვალისწინებით, ჩვენ სეზონის კარგად დამთავრების შანსი ჯერ კიდევ გვაქვს.“