Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

გატუზო:“ ნაპოლი ზედმეტად ერთხაზოვანი იყო“

ალკმაართან მოულოდნელი მარცხის შემდეგ, კომენტარი ჯენარო გატუზომ გააკეთა.

„ასეთი თამაშის წაგება არ შეიძლება. ბურთის ფლობა კარგია, თუმცა მთავარი საბოლოო ანგარიშია და ჩვენ გოლის გარეშე მინდორი არ უნდა დავტოვოთ.

„პირველ ნახევარში საკმაოდ ბევრი პოზიტიური მომენტი გვქონდა, თუმცა შესვენების შემდეგ ძალიან სწორხაზოვნად ვმოქმედებდით და ეპიზოდს ბოლომდე არ ვასრულდებდით.

„ჩვენ უფრო მეტი მონდომება და გამარჯვების სურვილი უნდა გვქონდეს, დღეს კი არც ერთი მათგანი გუნდს არ ეტყობოდა.

„ეს მარცხი მდგომარეობას ძალიან ართულებს და ჩვენ მეტი შეცდომის უფლება აღარ გვაქვს. შესაძლოა ატალანტას დამარცხების შემდეგ ზედმეტად ბევრი ქება მივიღეთ და ამან ჩვენზე ცუდად იმოქმედა.

„ალკმაარს კი ძალიან დიდი მოტივაცია ჰქონდა, რადგან მათ კორონა ვირუსის გამო ბევრი ფეხბურთელი აკლდათ. პირველად ვნახე, რომ ეს გუნდი ასე გამალებით იცავდეს თავს. ჩვენ მათ კარში 1-ხელ დავარტყმევინეთ და ისიც გოლი გამოდგა, ასეთი რამ კი ევროპაში ხშირად მოხდება და ამ მარცხიდან დასკვნები უნდა გამოვიტანოთ.“