Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

გატუზო:“ ნაპოლი კიდევ უნდა განვითარდეს“

ჯენოას 6 – 0 დამარცხების მიუხედავად, ჯენარო გატუზო ნაპოლის თამაშით ბოლომდე კმაყოფილი მაინც არ იყო.

„ერთი შეხედვით ჯენოა გავანადგურეთ, თუმცა ამ შემთხვევაში ანგარიში რეალობას არ ასახავს.

„რომ არა 30 წამში გატანილი ზელინსკის გოლი, მატჩი სულ სხვა სცენარით განვითარდებოდა. ჩვენ განვითარება უნდა განვაგრძოთ და თუ გვსურს, რომ ყველა მატჩში ამ ტიპის ფეხბურთი ვითამაშოთ, ბალანსი უნდა ვიპოვოთ.

„ლორენცო ? როდესაც ის გუნდში მოვიდა, ფიზიკურად და მენტალურად 100 პროცენტით მზად არ იყო. ბურთის დარტყმის შემდეგ ის პატარა ბავშვივით ეცემოდა, ახლა კი მას ძლიერი ფეხები აქვს.

„ლოზანოს ჯერ კიდევ პსვ-დან ვიცნობ და მისი პოტენციალი კარგად ვიცი, თუმცა გასული სეზონი მისთვის საუკეთესო ნამდვილად არ ყოფილა. ახლა ის კარგ ფორმაშია და გუნდს მისი იმედი აქვს.

„წინა სეზონში იყო მომენტები, როდესაც ჩვენი თამაში არაფრად არ ვარგოდა. გუნდმა მუშაობა უნდა გააგრძელოს და 90 წუთის ერთ დონეზე ჩატარება შეძლოს.

„ოსიმენი ? გუნდს მისი მახასიათებლების მქონე ფეხბურთელი აკლდა, რომელსაც სივრცეების შექმნა შეუძლია. მან დღეს გოლი ვერ გაიტანა, თუმცა მისი კარგი თამაშის წყალობით გატანა სხვებმა მოახერხეს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია.“