Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

გატუზო:“ ნაპოლი ყოველთვის ბრედ პიტი ვერ იქნება“

ჯენარო გატუზომ უდინეზესთან გამარჯვების შემდეგ განაცხადა, რომ გუნდი ყოველთვის ლამაზ ფეხბურთს ვერ აჩვენებს და ამაში გასაკვირი არაფერია.

ნაპოლიმ უდინეზესთან 3 ქულა ტიემუ ბაკაიოკოს 90’ წუთზე გატანილი გოლით მოახერხა.

„ნაპოლი ცოცხალია და დანებებას არ აპირებს, მაგრამ თუ ჩვენ ჩვენს მიერ დასახული მიზნების მიღწევა გვინდა, თითოეულ თამაშში მაქსიმალურად კარგად უნდა ვითამაშოთ.

„წინა ტურში სპეციასთან საოცარი შეხვედრა წავაგეთ, ამიტომ ფსიქოლოგიურად ძალიან მნისვნელოვანი იყო, რომ დღეს 3 ქულა აგვეღო.“

დღეს ამირ რრაჰმანიმ ნაპოლის ძირითადში თამაში პირველად დაიწყო, თუმცა მას საშინელი თამაში ჰქონდა და პარტენოპეის კარში გასული გოლი სწორედ მისი შეცდომის დამსახურებაა.

„მე ამირის გამო ძალაინ ვწუხვარ, ის დიდი პროფესიონალია, თუმცა დღეს თამაში არ წაუვიდა და მისი შეცვლა მომიწია. მას შანსი აუცილებლად მიეცემა. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ სოციალურ ქსელებში დროის კარგვას თავი უნდა დავანებოთ, რადგან იქ უამრავი სისულელე იწერება, რომელმაც ჩვენს თამაშზე გავლენა არ უნდა მოახდინოს.“

„მე მაშინ, როდესაც ჩემი ფეხბურთელი ტექნიკურ შეცდომას უშვებს, არ ვბრაზდები. მე ის მაღიზიანებს, როდესაც გუნდი საშიშროებას ვერ აღიქვავს. მე მინდა ვნახო გუნდი, რომელიც წინაღობის მიუხედავად წინ მიიწევს. არ მსურს, რომ ფეხბურთელებმა შეცდომის გამო ერთმანეთს შენიშვნა მისცენ, მე მინდა ერთიანი და შეკრული ნაპოლი ვნახო, რომელიც ყველა დაბრკოლებას გუნდურად შეერკინება.

„ის, რაც სპეციასთან მატჩის დროს მოხდა, აღარ უნდა განმეორდეს. ჩვენი 5 მოთამაშე ბურთის გადაადგილებას უყურებდა, რა დროსაც პობეგამ ყველას დაასწრო და გოლი გაგვიტანა, ეს კონცენტრაციის ნაკლებობას ნიშნავს, რაც მიუღებელია.

„ნაპოლის სურს, რომ ყოველთვის ლამაზი თამაში აჩვენოს, თუმცა ზოგჯერ იყო უშნო ცუდი სულაც არ არის. ყოველთვის ბრედ პიტი ვერ იქნები, ქერა თმებით და ცისფერი თვალებით, ზოგჯერ ჩემსავით უშნო უნდა იყო.“

გათიშვა