Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

გატუზო:“ რთულ მატჩს ველოდებით“

ჯენარო გატუზომ რეალ სოსიედადთან გასამართი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

ხვალ ნაპოლი დიეგო არმანდო მარადონას სახელობის სტადიონზე პირველ მატჩს გამართავს და მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ქულის აღება სჭირდებათ.

„ძალიან რთულ და დაძაბულ მატჩს ველოდები. ევროპულ ტურნირებზე ყველა გუნდი ორგანიზებულია, ყველას ეგონა, რომ რიეკა სუსტი გუნდი იყო, თუმცა მათ ყველას პრობლემები შეუქმნეს, ალკმაარს და სოსიედადს კი შესანიშნავი შემადგენლობა ჰყავთ.

„ჩემი აზრით, ნაპოლიში საკმაოდ კარგად ვმუშაობ, მე და ჩემი სტაფი მიღწეული შედეგებით კმაყოფილები ვართ. ჩვენ კარგი შემადგენლობა გვყავს, იდეალური იმ ფეხბურთისთვის, როგორსაც მე ვხედავ.

„საბედნიეროდ გუნდს ფაბიან რუისი უბრუნდება, ის სათამაშოდ მზად არის. ზელინსკის კი ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ გუნდის ლიდერი გახდეს. მან კორონა ვირუსის გამო რთული პერიოდი გამოიარა, თუმცა ახლა თავს უკეთ გრძნობს და შესაძლოა ხვალ ითამაშოს კიდეც.

„ხვალ მოედნის ორივე ნახევარში კარგად თამაში გვმართებს. მათ ძირითადი შემადგენლობის ორი მნიშვნელოვანი წევრი აკლიათ, თმცა ისინი 17 მატჩია არ დამარცხებულან, რაც იმის კიდევ ერთი დასტურია, თ რამდენად ძლიერი გუნდია სოსიედადი.“

გატუზო იქნება პირველი მწვრთნელი, რომელიც გუნდს დიეგო არმანდო მარადონას სახელობის სტადიონზე უთავკაცებს.

„ეს ძალიან საპასუხისმგებლო მისია იქნება, რასაც თამაშის მნიშვნელობაც ემატება. დიეგო ძალიან ბევრს იმსახურებს იმისთვის, რაც მან ქალაქისთვის გააკეთა. ეს ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, რომელსაც ყოველთვის ვიგრძნობ.“