Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

გატუზო:“ სკუდეტოზე საუბარს ყურადღება არ უნდა მივაქციოთ“

ჯენარო გატუზომ რიჯეკასთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

„ჩვენ იტალიურ მედიაში არსებულ საუბრებს სკუდეტოს შესახებ ყურადღება არ უნდა მივაქციოთ და მხოლოდ იმაზე გავაკეთოთ კონცენტრაცია, რომ თამაშის ხარისხი გავაუმჯობესოთ.

„ჩვენ მოწინააღმდეგეებს ბევრი საგოლე მომენტის შექმნის საშუალებას არ ვაძლევთ, თუმცა ალკმაარის და სასუოლოს წინააღმდეგ გამოჩნდა, რომ რამდენიმე მომენტმაც კი შესაძლოა თამაშის ბედი გადაწყვიტოს, ამიტომ ამ ასპექტში უნდა მოვუმატოთ.“

ოსიმენმა გასულ ტურში წითელი ბარათ მიიღო და ხვალინდელ მატჩში გუნდს ვერ დაეხმარება.

„ვიქტორმა უკვე ყველას დაუმტკიცა, რომ ის უმაღლესი დონის ფეხბურთელია და გუნდს ყოველთვის ბოლომდე ეხმარება, თუმცა მსაჯთან და მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელებთან კამათის დროს უფრო მეტი უნდა იფიქროს და ენას კბილი დააჭიროს.

„ჩვენ თავის გამართლების მიზეზი არ გვაქვს, გუნდმა უნდა იფიქროს, თუ როგორ განვითარდეს, შეცდომები ნაკლებად დაუშვას და შექმნილი მომენტები უფრო კარგად გამოიყენოს, სხვა თემებზე ფიქრი და მსჯელობა კი ჩვენი საქმე არ არის.

„მერტენსი ? ახლა მას გოლების გატანა უჭირს, თუმცა ჩვენ ამ საკითხზე უკვე ვმუშაობთ და დარწმუნებული ვარ, რომ დრისი გილების გატანას ძალიან მალე დაიწყებს.

„ინსინიე ? ის გუნდთან ერთად ვარჯიშობს, თუმცა 100 პროცენტით მზად არ არის. მიუხედავად ამისა, ფაქტი, რომ ის ჩვენთან ერთად იმყოფება, ძალიან მნიშვნელოვანია. ის გუნდის კაპიტანია, ლორენცო რიგითი ფეხბურთელი არ არის და მაშინაც კი, როდესაც რთული პერიოდი უდგას, გუნდისთვის სასარგებლო მაინც უნდა გააკეთოს, თუნდაც ეს სათადარიგოთა სკამზე ჯდომა იყოს.“