Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

გატუზო ფიორენტინას უახლოვდება

იტალიური მედიის ინფორმაციით, ჯენარო გატუზო სეზონის ბოლოს ნაპოლის დატოვებს და ფიორენტინას ჩაიბარებს.

დე ლაურენტისსა და გატუზოს შორის მომხდარი კონფლიქტის შემდეგ ნაპოლის არც მწვრთნელი და არც ფეხბურთელები მედიასთან არ საუბრობენ, მაგრამ უკვე თითქმის გადაწყვეტილია, რომ რინო სეზონის ბოლოს გუნდს დატოვებს და მას რამდენიმე იტალიური და ინგლისური გუნდი ეპატიჟება.

ფიორენტინას პრეზიდენტმა როკო კომისომ არაერთხელ დაადასტურა, რომ მას გუნდში გატუზოს ხილვა სურს და Tuttomercato-ს მტკიცებით, მხარეებმა შეთანხმებას უკვე მიაღწიეს.