Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

გატუზო ფიორენტინაში ?

Radio Kiss Kiss-ის ინფორმაციით, ფიორენტინას მესვეურები ჯენარო გატუზოს აგენტს დაუკავშირდნენ და მომავალ სეზონში რინოს იებში მისვლა განიხილეს.

ფიორენტინამ სეზონის მსვლელობისას მთავარი მწვრთნელი შეიცვალა, თუმცა ჩეზარე პრანდელის მუშაობით გუნდის პრეზიდენტი უკმაყოფილოა და მის შემცვლელს უკვე ეძებს.

თავის მხრივ, კარგი პერიოდი ნაპოლიში არც გატუზოს უდგას, რაზეც ისიც მეტყველებს, რომ უკვე რამდენიმე კვირაა გუნდის ხელმძღვანელობა მას და გუნდის ფეხბურთელებს მედიასთან საუბარს უკრძალავს.

ჯერჯერობით კონკრეტული არაფერია, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ მომავალი სეზონიდან გატუზო იების თავკაცად ვიხილოთ.