Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

გატუზო:“ ქულების განიავება უნდა შევწყვიტოთ“

ჯენარო გატუზოს გუნდმა სპეციასთან მარადონას სახელობის სტადიონზე ყველასთვის მოულოდნელად 2 – 1 წააგო.

იტალიელმა სპეციალისტმა შეხვედრაზე ისაუბრა.

„დღეს ჩვენ უამრავი მომენტი შევქმენით, ამ შეხვედრაზე საუბარი ძალიან რთულია. გაცუდებული პასების შემდეგ რატომღაც გუნდი ჩერდება. ამ პრობლემაზე უკვე დიდი ხანია ვმუშაობთ. ჩვენ ძალიან ნერვიულები ვართ და რთულ მომენტებში თავს ვკარგავთ. იმ ფაქტს, რომ შესაძლოა მეტოქემ გოლი გაგვიტანოს, სერიოზულად არ ვუყურებთ, რასაც საბოლოოდ ქულების განიავებამდე მივყავართ.

„სამწუხაროდ, გოლების გატანაც პრობლემა გახდა. დღეს ძალიან ბევრი საგოლე მომენტი გვქონდა და საჯარიმოში უფრო მეტად დაუნდობლები უნდა ვყოფილიყავით. შესაძლოა ეს ჩემი ბრალია და მე მათ ვერ ვაგებინებ, რომ მოედანზე დაუნდობლები უნდა იყონ…

„ჩვენ ძალიან ბევრ ქულას ვანიავებთ და ამაზე პასუხისმგებელი თითოეული ჩვენგანი ვართ, გუნდი და მე. ეს მხოლოდ ცუდი იღბლის ბრალი არ არის.

„როგორ უნდა გადავჭრათ პრობლემები ? შეცდომის დაშვების შემთხვევაში დეპრესიაში არ უნდა ჩავვარდეთ და ბოლომდე ვიბრძოლოთ.

„ფეხბურთელებმა მარცხს თვალი უნდა გაუსწორონ და მოძრაობა განაგრძონ. დღეს ჩვენ დაახლოებით 28-29 დარტყმა გვქონდა, მაგრამ ამ თემაზე საუბარს არ ვაპირებ. მე რთულ მომენტებში უფრო მებრძოლი გუნდის ნახვა მსურს.“