Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

გატუზო:“ შემადგენლობაში ცვლილებები იქნება“

ჯენარო გატუზომ ალკმაართან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

„ჩვენ კარგად გვახსოვს ის მსხვერპლი, რისი გაღებაც ევროპა ლიგის საგზურის მოსაპოვებლად დაგვჭირდა. ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანი ტურნირია და მომდევნო ეტაპზე აუცილებლად უნდა გავიდეთ.

„ალკმაართან მატჩში 3-4 ფეხბურთელს შევცვლი. ერთი და იმავე სასტარტო შემადგენლობას დიდი სიამოვნებით გამოვიყენებდი, თუმცა ასეთი დატვირთული გრაფიკის ფონზე ეს შეუძლებელა და როტაცია ხშირად მოგვიწევს.“

ალკმაარის 13 ფეხბურთელს კორონა ვირუსი აქვს, თუმცა თამაში მაინც გეგმის მიხედვით გაიმართება.

„გარკვეული შიში რა თქმა უნდა არსებობს, როგორც ჯენოასთან მატჩის დროს, თუმცა ფეხბურთი ძალიან დიდი ბიზნესია და ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ გავაგრძელოთ.

„ინსინიე ? ის ვარჯიშს დაუბრუნდა, თუმცა ჯერჯერობით თამაშისთვის მზად არ არის. იმედი მაქვს, ლორენცო მაქსიმალურად მოკლე დროში მოახერხებს ფორმის დაბრუნებას, რადგან წინ რთული თამაშები გველის.

„გასულ სეზონში ალკმაარი აიაქსთან ერთად საუკეთესო გუნდი იყო და ზაფხულში მხოლოდ 1 ფეხბურთელი გაუშვეს. მართალია მათ კორონა ვირუსის გამო გარკვეული პრობლემები აქვთ, თუმცა ძირითადი შემადგენლობიდან გუნდს მხოლოდ 1 ფეხბურთელი დააკლდება.“