Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

გატუზო:“ ჩვენ თამაში პირველ ტაიმში წავაგეთ…“

ნაპოლიმ ატალანტასთან კოპა იტალიის ნახევარფინალური დაპირისპირების მეორე მატჩი ბერგამოში 3 – 1 დათმო და ტურნირს გამოეთიშა.

შეხვედრის მიმოხილვის სანახავად დააკლიკეთ აქ.

მატჩის შემდეგ კომენტარი ჯენარო გატუზომ გააკეთა:

„ჩვენ გაშვებული გოლების დროს უკეთ მოქმედება გვმართებდა. სამივე გოლის თავიდან არიდება შეიძლებოდა, თუმცა ეს ვერ მოვახერხეთ.

„2 გოლის გაშვების შემდეგ, გუნდმა კარგი რეაგირება მოახდინა და ლოზანოს გოლის შემდეგ თამაშში დაბრუნების შანსი გაგვიჩნდა, თუმცა მესამე გოლმა ჩვენ ფეხები მოგვკვეთა.

„ახლა თავები მაღლა უნდა ავწიოთ, ენთუზიაზმი და საკუთარ თავში რწმენა დავიბრუნოთ და მომდევნო მატჩზე ვიფიქროთ.

„ვესაუბრე თუ არა დე ლაურენტისს ? არა, მე მასთან ჯერჯერობით არ მისაუბრია…”

შემდეგ შეხვედრას ნაპოლი სერია ა-ში იუვენტუსის წინააღმდეგ გამართავს და შესაძლოა გატუზოსთვის ეს შეხვედრა პარტენოპეის თავკაცის რანგში ბოლო აღმოჩნდეს…