Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

გატუზო:“ ჩვენ იუვენტუსთან თამაში გვსურდა“

ატალანტას 4  – 1 განადგურების შემდეგ კომენტარი ნაპოლის მთავარმა მწვრთნელმა, ჯენარო გატუზომ გააკეთა.

„ყველამ იცის, რომ ატალანტა ძალიან ძლიერი გუნდია და სიმართლე რომ გითხრათ, ასეთ შედეგს არ ველოდი. ჩვენ კარგად მოვემზადეთ, ოსიმენი გუნდს ძალიან ეხმარება და შედეგიც სახეზეა.

„გუნდისგან ძალიან დიდი მონდომება და ბრძოლის სურვილი დაივნახე, რაც ძალიან მესიამოვნა. ატალანტა სკუდეტოსთვის მებრძოლი ერთ-ერთი გუნდია, თუმცა ჩვენ დღეს 6 – 7 გოლის გატანა შეგვეძლო.

„ჩვენ რაც შეგვეხება, საბოლოო მიზნებზე საუბარი ჯერ ზალიან ადრეა, რადგან კორონა ვირუსის სიტუაციამ შესაძლოა ყველაფერი შეცვალოს. ბაკაიოკოს საკმაოდ დიდი ხანია არ უთამაშია, ჩვენ მასთან ერთად ახალ სისტემას ვნერგავთ, თუმცა გაუმჯობესება ჯერ კიდევ შეგვიძლია.

„ლოზანოს უკვე გატანილი ჰქონდა, ოსიმენისთვის კი ეს სადებიუტო გოლი იყო. მან პარმასთანაც ძალიან კარგად იმოქმედა და მისი გუნდში ყოფნა შეტევის ხაზში თამაშის გადაწყობის საშუალებას გვაძლევს.

„იუვენტუსი – ნაპოლის მატჩზე მე ლაპარაკი ამიკრძალეს, თუმცა მე საუბარი მიყვარს. მე ყველაზე მეტად ვარ გაბრაზებული იმ ფაქტით, რომ ტურინში გამგზავრება ვერ მოვახერხეთ, რადგან ახლა იუვენტუსი არის ის გუნდი, ვისი დამარცხებაც ყველას სურს.

„იუვესთან ისეთი შემადგენლობით ვითამაშებდი, როგორც დღეს, ბაკაიოკოს გამოკლებით, რადგან მაშინ ის ჩვენი ფეხბურთელი არ იყო. გუნდი უკვე ავტობუსში იჯდა და გასამგზავრებლად მზად იყო, თუმცა ამის უფლება არ მოგვცეს.“