Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

გატუზო:“ ძალიან ერთფეროვნად ვითამაშეთ“

ბენევენტოს 2 – 1 დამარცხების შემდეგ, ნაპოლის მთავარმა მწვრთნელმა კომენტარი გააკეთა.

რობერტო ინსინიეს გოლმა ინძაგის გუნდი დააწინაურა, თუმცა ლორენცო ინსინიესა და ანდრეა პეტანიას გოლებით პარტენოპეიმ 3 ქულის მოპოვება მაინც მოახერხა.

„პირველ ტაიმში ძალიან გაფანტულები და ერთფეროვნები ვიყავით, მეტოქეს ჩვენს თამაშს ადვილად კითხულობდა და დატოვებულ სივრცეებს კარგად იყენებდა. მეორე ტაიმში კი თამაში გამოვასწორეთ, ბურთი უფრო სწრაფად მოძრაობდა, რამაც ბენევენტოს დიდი პრობლემები შეუქმნა.

„ალკმაარის მსგავსად, პირველ ტაიმში დღესაც ძალიან უფერულად ვითამაშეთ და საკმარისად არ ვმოძრაობდით, თუმცა საბედნიეროდ მეორე ტაიმში თამაში გამოვასწორეთ და საჭირო ქულები მოვიპოვეთ.

„სამწუხაროდ ბაკაიოკომ დაზიანება მიიღო და იმედი მაქვს, რომ სერიოზული არაფერია, რადგან ძალიან დატვირთული გრაფიკი გვაქვს და გუნდს თითოეული ფეხბურთელის დახმარება სჭირდება.“