Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

გაუგებარი სიტუაცია ინტერის გარშემო…

იტალიურ მედიაში ინტერის შესაძლო გასხვისების შესახებ ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება.

Corriere dello Sport-ის მტკიცებით, სტივენ ჟანგი გუნდის მთლიანად გაყიდვას აპირებს და გუნდის ახალ მფლობელებს უკვე ეძებს.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით კი ჟანგის ოჯახს ნერაძურის გასხვისება არ სურს და უბრალოდ აქციების მცირე რაოდენობის გაყიდვას გეგმავს, რომ გუნდში ახალი ინვესტიცია მოიზიდოს.

ამის მიუხედავად, GdS-ი ინტერის სრულიად გასხვისების შესაძლებლობას არ განიხილავს და მეტიც, მათ მტკიცებით ჟანგის ოჯახი მზად არის, ნერაძური 960 მილიონი ევროს სანაცვლოდ დათმოს.

წყაროს მტკიცებით, ჟანგმა მოლაპარაკებები ორ კომპანიასთან უკვე გამართა. პირველი მათგანი კატარელი ინვესტორები იყვნენ, თუმცა მათ 960 მილიონი ეძვირათ და ჯერჯერობით ნერაძურის შეძენაზე უარი თქვეს.

მეორე მხარე კი ბრიტანული საინვესტიციო კომპანია BC Partners-ი გახლავთ.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ინტერში იმდენად რთული ფინანსური მდგომარეობაა, რომ გუნდს ფეხბურთელებისთვის ხელფასების გადახდა უჭირთ და ბეპე მაროტა უახლოეს დღეებში იტალიის ფეხბურთის ფედერაციას მიმართავს, რომ 2020 წელს ფეხბურთელებისთვის გადასახდელი ხელფასების გადავადების უფლება მიიღოს.

ჩინეთის მთავრობის მიღებული კანონი, რომლის მიხედვითაც ჩინურ კომპანიებს საზღვარგარეთულ გუნდებში ინვესტიციის ჩადებას უკრძალავს, გუნდს ძალიან რთულ სიტუაციაში აგდებს და ნერაძურის შესაძლო გაყიდვაზე ხმები საკმაოდ რეალურია.